სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩაკეტილობა“- ვაკიჯვრის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
29-06-2023
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა თუ ღონისძიება განხორციელდა. 

მათ შორის ერთ-ერთი იყო პროექტი - „ჩაკეტილობა“. როგორც სკოლაში ამბობენ, თემის აქტუალობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეს, რომ ამ პროექტისთვის მასშტაბური ხასიათი მიეცათ და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები მიეწვიათ, რომლებიც მოზარდებს სწორ მიმართულებასა და რჩევებს მისცემდნენ. 

ღონისძიებას ქალაქ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი - ლელა იმედაშვილი, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე - ნინო ჭანიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ფონდის თავმჯდომარე, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის დირექტორი - ავთანდილ თავართქილაძე, სასულიერო პირები, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, სკოლის ექიმი, მშობლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა - თეკლა სოსელიამ, მარიამ ჩუბინიძემ, მარიამ სურგულაძემ, გიორგი სვანიძემ და ანასტასია ცეცხლაძემ დამსწრე საზოგადოებას თემატური ვიდეორგოლი აჩვენეს და აღნიშნული პრობლემის მიმართ, თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს. მათ საინტერესოდ ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია.

„ამ პრობლემის ფესვები ბავშვობიდან მოდის და რაც უფრო ადრე გამოვავლენთ მას, მით უფრო ნაკლებ სავალალო შედეგს მივიღებთ.
მადლობა პროექტის ხელმძღვანელს - ეკატერინე ოსტროვსკის და და პროექტში ჩართულ თითოეულ მოსწავლეს. მადლობა სტუმრებს, მადლობა მასწავლებლებს , მშობლებს თავიანთი გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო რჩევებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა

„წარმოდგენამ კიდევ ერთხელ გვაზიარა დიდი ქართველი მოღვაწის ცხოვრებისა და ღვაწლის მნიშვნელობას“

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება