სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სიკეთე გადამდებია“ - სამთაწყაროს საჯარო სკოლის მასწავლებლებმა, მოსწავლეებთან ერთად, სოციალური პროექტი განახორციელეს 
29-06-2023
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. ამაში კი უდიდესი წვლილი მასწავლებლებს მიუძღვით, რომლებიც ღირსეულ მოქალაქეებს ზრდიან. 

ახლახან, სამთაწყაროს გეოგრაფიის მასწავლებელმა - ნანა გახოკიძემ V და VI კლასში ორგანიზება გაუწია სოციალურ პროექტს - „სიკეთე გადამდებია“, რომელშიც აქტიურად ჩაერთო V კლასის დამრიგებელი მაია საკანელაშვილი (სპეცმასწავლებელი) თავის კლასთან ერთად.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული პროექტით ნანა გახოკიძემ და მაია საკანელაშვილმა მოწაფეებთან ერთად მცირედი წვლილი შეიტანეს მრავალშვილიანი ოჯახის მცირედი ბედნიერებისათვის.

„ყურადღება ხომ ყველაზე ღირებული და ძვირფასია ადამიანებთან ურთიერთობაში. ოჯახი ბედნიერია ამ ყურადღებით“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ  პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში სიკეთის კეთების სურვილის გაღვივებას, მისი მნიშვნელობის გააზრებას, ახალგაზრდების მორალური განვითარებას და ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.

„ვფიქრობ, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის/მოსწავლისთვის. თუკი მოსწავლე თავიდანვე მიეჩვევა ირგვლივ სიკეთე თესოს, სხვასაც დაანახოს სიკეთის მნიშვნელობა და სიკეთის როლი ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, თუკი მას ჩვევაში გადაეზრდება, რომ კეთილი საქმე აკეთოს, ეს ქცევა აუცილებლად შეცვლის კლიმატს ჩვენს კლასსა თუ სკოლაში. უამრავი დახმარების მიუხედავად, ჩვენ გვერდით უამრავი სოციალურად დაუცველი ადამიანია, უამრავი პრობლემა ჯანმრთელობით თუ ეკონომიკური მდგომარეობით გამოწვეული. ადამიანების პრობლემური ყოფის შემსუბუქება ჩვენს ახალგაზრდებს სიკეთის კეთებით შეუძლიათ“,- ამბობს პედაგოგი ნანა გახოკიძე. 

სკოლის დირექცია მადლობა უხდის ნანა გახოკიძემ და მაია საკანელაშვილს პროექტის განხოციელებისათვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება