| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი ვაჟა ტეტუნაშვილი და მისი მოსწავლე დათა დიდებელი სამეცნიერო ფესტივალში მონაწილეობდნენ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის - SALiS ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მესამე ეროვნული ფესტივალი - „მეცნიერება მთავარ როლში“.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა პროექტები.
ვაჟა ტეტუნაშვილმა ფესტივალზე წარადგინა საინტერესო პროექტი - „უხილავი ენერგიის სურნელი“.
მასწავლებელს ფესტივალში წარმატებული მონაწილეობისთვის გადაეცა სერტიფიკატი, თანამონაწილე მერვე კლასის მოსწავლე დათა დიდებელს კი - მაისური.
სკოლის დირექცია და პედკოლექტივი ულოცავენ მათ ამ შესანიშნავ წარმატებას და უსურვებენ შემდგომ წინსვლას.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა