სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მატნის N1 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ დამრიგებელს ღონისძიებით დაემშვიდობნენ
27-06-2023
-
+


ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

აკადემიური წლის ბოლოს, მე-4ა კლასის მოსწავლეები პირველ დამრიგებელს - მ. მაჩხაშვილს დაემშვიდობნენ და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიებაც ჩაატარეს. მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს არაერთი შთამბეჭდავი ნომერი წარუდგინეს, შეასრულეს სიმღერეები, იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები და ერთად გატარებული წლებიც გაიხსენეს. 

სადღესასწაულო განწყობას ბუშტებითა და სხვადასხვა დეკორაციით მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა; მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს, დასასრულს ცაში ფერადი კვამლი და ბუშტები გაუშვეს. 

სკოლაში მოსწავლეებს წარმატება და ბედნიერი არდადეგები უსურვეს; ეს გახლდათ სევდანარევი სიხარული - გაისად ბავშვები უფრო დიდები, უფრო ნასწავლები დაუბრუნდებიან მშობლიური სკოლის კედლებს, თუმცა არასოდეს დაივიწყებენ იმ დიდ სიყვარულს, რომელიც პირველმა დამრიგებელმა დატოვა მათ გულში. 

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება