სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზღაპრული სანახაობა და კლასიკური მუსიკის ჯადოსნური ჰანგები - ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ფართო აუდიტორიის წინაშე არაჩვეულებრივად წარდგნენ
27-06-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლას ნიჭიერი, შემოქმედებითი და მოტივირებული მოსწავლეები ჰყავს. 

ხონის სამუსიკო სკოლაში ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა -  ბარბარე ჯიშკარიანმა და მარიამ ჯიშკარიანმა, მუსიკის მასწავლებელ ირმა ჯალაღანიას ხელმძღვანელობით, არაჩვეულებრივი კონცერტი გამართეს. 

ისინი მსმენელის წინაშე არაჩვეულებრივად წარდნენ და ყველას მოწონება დაიმსახურეს. მოსწავლეებსა და მასწავლებელს სკოლაში დიდ წარმატებას უსურვებენ.

„სულ ახლახან, ხონის სამუსიკო სკოლაში არაჩვეულებრივი კონცერტის, ზღაპრული სანახაობის მომსწრენი გახლდით, რომლის მთავარი გმირები  ჩვენი სკოლის წარმატებული მოსწავლეები - ბარბარე და მარიამ ჯიშკარიანები და ასევე, ჩვენი სკოლის პროფესიონალი და საკუთარი საქმის უბადლო მცოდნე მუსიკის მასწავლებელი ირმა ჯალაღანია გახლდათ.

გოგონებმა წელს დაასრულეს სამუსიკო სკოლის ექვსწლედი ფორტეპიანოს განხრით და შემაჯამებელი კონცერტი გამართა მათი მონაწილეობით ქალბატონმა ირმამ. არა მარტო წელს, ყოველწლიურად, ისინი მაყურებელს ანებივრებენ კლასიკური მუსიკის ჯადოსნური ჰანგებით. შესრულების მაღალი მანერით და მაყურებლის მიმართ გულწრფელი დამოკიდებულებით.

ყოველთვის ნიჭიერების ზეიმია ირმა მასწავლებლის ნამუშევრის ნახვა, რომელიც მისი თავდაუზოგავი შრომის შედეგად ხდება. შრომისა,  რომელსაც ბევრი დრო, ენერგია და მოთმინება სჭირდება. სწორედ ამის დასტურად გოგონებისგან სიგელიც კი დაიმსახურა ნომინაციაში „ამოუწურავი ენერგია და გამძლეობა“ .

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი სკოლის სამ ღირსეულ წარმომადგენელს - ჩვენს ბარბარეს, მარიამს და ირმა მასწავლებელს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება