| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„წლის საუკეთესო ღონისძიება“ - ასე უწოდეს ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-8ა კლასის მოსწავლეებმა ექსკურსიას, რომლის მიზანი აჭარის ღირსშესანიშნაობათა გაცნობა იყო.
სკოლაში კარგად ესმით ექსკურსიის, როგორც სასწავლო აქტივობობის მნიშვნელობა, ამიტომ გასვლით ღონისძიებებს ხშირად მიმართავენ.
„გასვლითი ღონისძიებები მოსწავლეებს დიდ საგანმანათლებლო გამოცდილებას სძენს. ექსკურსია ხელს უწყობს მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა დაახლოებას, აღვივებს ინტერესს ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ზრდის სწავლის მოტივაციას, ამიტომაც იყვნენ ალბათ ასე ლაღები და ბედნიერები ჩვენი გოგო-ბიჭები“,- გვეუბნებიან სკოლაში.
ექსკურსია მოსწავლეებისთვის მეტად შთამბეჭდავი და წარმტაცი აღმოჩნდა.
„საოცარი იყო „მინიატურული საქართველო“, „პეტრას ციხე“, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, მახუნცეთის ჩანჩქერი, თამარის ხიდი, სამების ტაძარი და სხვა მრავალი, რომელთა ხილვაც მოვასწარით და ავივსეთ უზღვავი ემოციით. რაც მთავარია, იყო სიყვარული, სითბო, ღიმილი, მხიარულება, იდეალური ურთიერთდამოკიდებულება, საუკეთესო შთაბეჭდილებები, რომლებიც მომავალ წლამდე საზრდოდ გაგვყვება. უდიდეს მადლობას ვუხდი მე-8ა (უკვე მე-9ა ) კლასის უნიკალურ მშობლებსა და მათ უსაყვარლეს შვილებს ასეთი ლამაზი დღისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა