| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო მიღწევები შეაჯამეს და წლის ნაყოფიერი დასასრულიც აღნიშნეს.
მე-3ბ კლასში ჩატარდა პირველ მასწავლებელთან - ნინო ინდუაშვილთან გამოსამშვიდობებელი გრანდიოზული და ემოციური საღამო.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მოსწავლეთა მშობლები და მომავალი პირველკლასელებიც.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო წარმოდგენით წარდგნენ და მაყურებელს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს, პირველ მასწავლებელს კი შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარება- წარმოჩენას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი სასწავლო წლის მანძილზე არაერთი ღონისძიება გაიმართა.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა