| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N49 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავდნენ, ამისთვის კი მრავალფეროვან ღონისძიებებსა თუ აქტივობებს სთავაზობენდნენ. ნაყოფიერი აღმოჩნდა პროექტებით სწავლება.
მათ შორის აღსანიშნავია სასკოლო პროექტი „კულტურული მემკვიდრეობა“, რომლის ფარგლებში 49-ე საჯარო სკოლის მე-3ა კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს კომპოზიტორ ნოდარ გიგაურის საბავშვო ოპერა - „ციცქნა იას დღეობა“. ოპერა გივი ჭიჭინაძის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დაიდგა და წარმოადგენდა ქართული ლიტერატურის, მუსიკის და ხელოვნების ინტეგრირებულ ღონისძიებას.
„თავდაპირველად მოსწავლეები გაეცნენ პიესას, განაწილდა როლები, რაც დიდი სიფრთხილით შესრულდა. ბავშვებმა დიდი მონდომებით დაიწყეს მუშაობა კლასის დამრიგებლის მარინე კიკნაძის ხელმძღვანელობით. მუსიკის მასწავლებელი მაია ნებიერიძეც აქტიურად იყო ჩართული სამუშაო პროცესში. ასევე, ხელოვნების მასწავლებელი ანა ბედიაშვილი აკვირდებოდა და აქტიურად იყო ჩართული სამზადისში. მშობლებმა იზრუნეს კოსტიუმებზე. მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით „მსახიობობდნენ“,- გვიყვებიან სკოლაში.
13 ივნისს შედგა ოპერის პრემიერა სკოლის სააქტო დარბაზში, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები და მოწვეული სტუმრები-მშობლები. წარმოდგენამ დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა