სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ყვარლის N2 სკოლის მოსწავლეებმა პროფესიული უნარების განვითარების კურსი გაიარეს
26-06-2023
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლაში, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პროფესიული უნარების განვითარების სასერტიფიკატო კურსი - „კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა“ ჩატარდა. 

სასერტიფიკატო სასწავლო მოკლევადიანი კურსი მიზნად ისახავდა საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში, ვიწრო მიმართულებით, პერსონალური კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფის შესწავლას.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კურსის ფარგლებში მოსწავლეებს ჩაუტარდათ განსხვავებული სასწავლო გაკვეთილები, სადაც ერთმანეთს შეერწყა თეორიული სწავლება და პრაქტიკული საქმიანობა, რამაც ხელი შეუწყო პროფესიული უნარების განვითარებას და მოზარდების მოტივირებას შემდგომი პროფესიული განათლების მისაღებად.

სასერტიფიკატო კურსმა მოსწავლეებს საშუალება მისცა შეესწავლათ და გამოეყენებინათ IT ინსტრუმენტები და სისტემები.  დაეინსტალირებინათ და გაემართათ ოპერაციული სისტემები; პროგრამის განხორციელების დროს გამოყენებული იყო სწავლების მეთოდები: ინტერაქტიურილექცია; დემონსტრირება, პრაქტიკული მეცადინეობა; პრაქტიკული დავალება; ურთიერთთანამშრომლობითი სწავლება.

სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში გათვალისწინებული სასწავლო შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებულებს კოლეჯის გაცემული, სწავლის შედეგების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. პროექტი განახორციელა კოლეჯმა - „პრესტიჟი“.

„პროექტის მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პროფესიული უნარების სააგენტოს, პარტნიორი თელავის კოლეჯის -„პრესტიჟი“ ხელმძღვანელებსა და მასწავლებლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება