| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფოცხოს საჯარო სკოლაში ნაყოფიერი სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით, აქტივობებითა თუ პროექტებით, რაც მოსწავლეთა სწავლის ხარისხზე დადებითად აისახა.
2022-2023 სასწავლო წლის დეკემბრიდან სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის მასწავლებელი - რიმა კუპრეიშვილი, მე-4 კლასის მოსწავლეებთან - გიორგი ჯოჯუასთან, ემა ხარებავასთან, ნინი მამულიასთან, ნინი ბერიძესთან, მარიამ მურღულიასა და ქეთი ჭაავასთან ერთად, eTwinning-ის პლატფორმის საშუალებით შეუერთდა საერთაშორისო პროექტს - „ჩვენი ჯანსაღი ცხოვრება“.
პროექტის ავტორი იყო, თავად ზემო ფოცხოს ინგლისური ენის მასწავლებელი რიმა კუპრეიშვილი, თანაავტორი კი ფუნდა იუგურ ილმაზი (Funda Uğur Yılmaz) გახლდათ. პროექტში ჩართულნი იყვნენ საქართველოდან 17, რუმინეთიდან - 2, თურქეთიდან კი - 9 მასწავლებელი და 155 მოსწავლე.
გაიწერა პროექტის მიზნები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა