სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრჯერ ასახელებ სკოლას“- ჭიათურის N2 სკოლის მოსწავლის - ანანო კიღურაძის წარმატება წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში
26-06-2023
-
+


ჭიათურის N2 საჯარო სკოლის დირექტორსა და პედაგოგებს მოსწავლეები სიამაყის საფუძველს ხშირად აძლევენ. 

ამჯერად, სკოლა IX კლასის მოსწავლემ, ანანო კიღურაძემ ასახელა, რომელმაც წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში ბრწყინვალე წარმატება მოიპოვა. მოსწავლემ კონკურსში რესპუბლიკის მასშტაბით მე-2 ადგილი დაიკავა.

სკოლის დირექტორი ცირა ბრეგვაძე მოსწავლეს წარმატებას ულოცავს. 

„ჩამოვთვალოთ? შორს წაგვიყვანს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანზე აუცილებლად უნდა მოგახსენოთ. მეამაყება მეორე სკოლელობა და ამ საუკუნოვანი სკოლის წინამძღოლობა. მეამაყება მისი კარგი გუნდი და თითოეული მოსწავლე. მეამაყება ის გამარჯვებები, რომლებითაც ყოველწლიურად გულს გვიხარებენ ჩვენი აღზრდილები.

2021-2022 სასწავლო წლის გამარჯვება სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კომიქსების კონკურსში, პირველი ადგილი რესპუბლიკის მასშტაბით, ჟიურის რჩეულის ჯილდო VIIIა და IXა კლასების ხმამაღლა ნათქვამი სიტყვა დღევანდელი საქართველოს ცხოვრებაში. ეს ჩემი მეორე სკოლაა....

დღევანდელმა დღემ რატომღაც მიივიწყა წერილის წერა, წერა დალოცვილი და მადლიანი კალმით თეთრ ფურცელზე. წერილის წერის მსოფლიო საერთაშორისო კონკურსმა კი მისი გახსენება, გაცოცხლება სცადა. ამ საფოსტო  კონკურსს რამდენიმეწლიანი ისტორია აქვს და ჩვენი სკოლა ერთ-ერთი პირველია ამ ისტორიაში. გვყავს ამ კონკურსის 2020-21 სასწავლო წლის გამარჯვებული, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რჩეული ქეთევან წერეთელი, ახლა უკვე მე-10 კლასელი. გვყავს ქეთევან ხარაიძე, ანანო კიღურაძე - ბავშვები, რომლებიც  ამ პროექტთან ერთად გაიზარდნენ. ბავშვები, რომლებიც მხოლოდ გამარჯვებისათვის არ მონაწილეობდნენ მასში. ბავშვები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რომ ნებისმიერი ასეთი კონკურსის მონაწილე გამარჯვებულია. რადგან ასეთი გამოწვევის მიღება გხდის გაცილებით უკეთესს, ვიდრე მანამდე იყავი.

და აი, კიდევ უკეთესი. 2022-23 სასწავლო წლის განსაკუთრებული სიხარული. IXა კლასის მოსწავლემ, ანანო კიღურაძემ მეორე ადგილი დაიკავა წერილის წერის მსოფლიო საერთაშორისო კონკურსში, რესპუბლიკის მასშტაბით, დასაჩუქრდა პლანშეტით, სიგელითა და მქუხარე ტაშით, რაც, ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი სიხარულია,  ვიდრე ნებისმიერი ფასიანი საჩუქარი.

საყვარელო ანანო, გილოცავ ამ დიდ სიხარულს, მინდა ეს იყოს ყველაზე პატარა გამარჯვება შენს ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრჯერ ასახელებ შენს მასწავლებლებს, შენს სკოლასა და შენს ქალაქს შენი წარმატებებით.

 არ შემიძლია შენთან ერთად არ მივულოცო ეს გამარჯვება შენს ქართულის მასწავლებელს - ნელი ბიწაძეს, რომელმაც ძალისხმევა არ დაიშურა შენს გაზრდაში. მისი დამსახურებაა, მივიწყებული წერილის წერის სამყაროში შენი ასეთი ღირსეული სვლა. მინდა კიდევ მეტი წინსვლა და წარმატება გისურვოთ.

დიახ, ეს ჩემი მეორე სკოლაა, ღირსეული წინსვლით, ჩემთვის საამაყო დღევანდელი დღითა და ღირსეული მომავლით“,- ვკითხულობთ დირექტორის წერილში. 

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება