სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გომორძგუა მარგალეფს!“ - ჩხორიის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეთა წარმტაცი ღონისძიება მეგრული ენის პოპულარიზაციას მიეძღვნა
26-06-2023
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში ნაყოფიერი სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო წელი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებითა თუ აქტივობებით, რაც მოსწავლეთა ცოდნასა და შესაძლებლობებზე დადებითად აისახა. 

მათ შორის აღსანიშნავია, მე-9 კლასში ჩატარებული შთამბეჭდავი ღონისძიება თემაზე - „გომორძგუა მარგალეფს!..“, რომლის მიზანი იყო- მეგრული ენის პოპულარიზაცია.

ღონისძიებას პედაგოგები - მანანა ლოგუა, თეა ფიფია, მაია არახამია, მზია ქარდავა ხელმძღვანელობდნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს მეგრული ლექსები, შეასრულეს მეგრული ცეკვები და სიმღერები.

„მეგრული ენა ერთ-ერთ უძველესი და ულამაზესი ენაა, ენა რომლითაც ძველი კოლხი უმღეროდა წარმართულ ღმერთებს. ჩვენი ვალია დავიცვათ ჩვენი ენა, შევინარჩუნოთ ის და გადავცეთ მომავალ თაობებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

საღამო ჩატარდა ვახტანგ ხარებავას კარ-მიდამოში - უძველესი მეგრული ოდა, სადაც განთავსებულია მეგრული კულტურის ამსახველი ექსპონატები მეგრელებისთვის დამახასიათებელი ულამაზესი ეზო, მრავალწლოვანი რცხილნარით, რამაც სულ სხვა ელფერი შესძინა ღონისძიებას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია, მასწავლებლები და საპატიო სტუმრები: ლაშა გვასალია, მანუჩარ სამუშია, შუკო ჯიქია, თემურ ელიავა, თამაზ სამუშია, რევაზ ნაჭყებია, გურიელ ჭითანავა, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებით უფრო მეტად გაალამაზეს საღამო.

ღონისძიების ხელმძღვანელები მადლობას უხდიან ღონისძიების სტუმრებს და მოსწავლეთა მშობლებს ღონისძიების მომზადებაში მონაწილეობისთვის. 

„მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს მობრძანებისთვის, ჩვენს უძვირფასეს მშობლებს ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:





კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება