სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N15 სკოლის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი და XI კლასის მოსწავლე ალექსანდრე მაჩალაძე შემოქმედებით კონკურსში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
26-06-2023
-
+


ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წამოჩენა-განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე დადებითად აისახება. 

სკოლაში ასევე ფუნქციონირებს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „პირიმზე“, სადაც მოსწავლეები ქართულ ხალხურ მუსიკალურ შემოქმედებას ეცნობიან და ეუფლებიან, ფოლკლორულ ტრადიციებს სწავლობენ. 

ამჯერად, ქუთაისის N15 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა არამარტო აქტიური მონაწილეობა მიიღეს, არამედ განსაკუთრებულად გამოიჩინეს თავი მოსწავლეთა შემოქმედებით ოლიმპიადაზე. 

„სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების“ მიმართულებით ნომინაციაში „ჟიურის სიმპატია“ დაჯილდოვდა, ქუთაისის N15 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ალექსანდრე მაჩალაძე. ასევე, „ქართული ხალხური სიმღერის“ ჟანრში ნომინაციაში „ჟიურის სიმპატია“ ჯილდო გადაეცა სკოლის ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლს - „პირიმზე“ (მასწავლებელი იზა ქათამაძე).

ქალაქის მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადის გამარჯვებულები ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში დაჯილდოვდნენ. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე ბექა ქებულაძე, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი. 

ოლიმპიადა ჩატარდა  ქართული ესტრადის, ქართული ხალხური სიმღერის, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ქორეოგრაფიის ჟანრებში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება