| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მეოთხეკლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიებით დაგვირგვინდა.
სასწავლო წლის შემაჯამებელი საზეიმო საღამო სკოლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.
ღონისძიებაში, მე-4ბ კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ნინელი მიქაძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
მოსწავლეებმა, საუკეთესოდ წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები და ნაყოფიერი ოთხი წელი ასე საინტერესოდ შეაჯამეს.
„საღამო ზღვა ემოციებითა და სიყვარულით აღსავსე იყო. მოსწავლეებმა, ყველა სფეროდან - სიმღერა, ცეკვა, პროზა წარმოადგინეს...“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მე-4ა კლასის მოსწავლეებმაც წარადგინეს შთამბეჭდავი ღონისძიება, დამრიგებელ მარინა ჩხაიძის ხელმძღვანელობით.
„მოსწავლეებმა, დიდი სიყვარულითა და რუდუნებით გაიხსენეს თავიანთი განვლილი გზა. სიმღერითა და ცეკვით მოეფერნენ თავიანთ დამრიგებელს, რომელთანაც 4 სიხარულით აღსავსე წელი გაატარეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებებს მუსიკალურად აფორმებდა მუსიკის მასწავლებელი თინა ღლონტი. არანჟირება ეკუთვნის - თეონა ძირკვაძეს და ქორეოგრაფი კი ზურა წულაძე გახლდათ.
იხილეთ ფოტოები:„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა