სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დამალის საჯარო სკოლაში მაღალი რანგის სტუმრებს უმასპინძლეს
23-06-2023
-
+


ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად წაიმართა. გაიმართა არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა თუ ღონისძიება. 

სკოლაში ისეთი მაღალი რანგის საპატიო სტუმრებს უმასპინძლეს როგორებიც არიან: ავსტიის სრულუფლებიანი ელჩი - თომას მიულმანი და ავსტრიული ბიბლიოთეკის კუთხის ხელმძღვანელი თბილისში - მზია გალდავაძე,  ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი - როსტომ მაგრაქველიძე და მერიის თანამშრომლები, ასპინძის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი - ტრისტან მურადაშვილი და თანამშრომლები, სამცხე -ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - მაკა ბაერიძე და პრორექტორი - მერაბ ბერიძე, გერმანული ენის ლექტორი - ლალი ბერიძე და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები.

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა ღონისძიების ავტორების - ნელი დუდუქჩიანის და ანი ჰარუთიუნიანის დახმარებით, საპატიო სტუმრებს როზე აუსლენდერის ლექსები როგორც გერმანულ ენაზე, ასევე ქართულ ენაზე ნათარგმნი წარუდგინეს. გარდა ამისა, შეასრულეს ავსტრიული ხალხური სიმღერები და ცეკვები. ასევე, გერმანულად, ქართულად და სომხურად იმღერეს.

„განსაკუთრებული და საოცარი დღე დამალის საჯარო სკოლის ისტორიაში და ღონისძიება სახელწოდებით  - Kenne Sprachen, kenne Lӓnder, kenne Menschen. ბატონი თომასი აღფრთვანებას ვერ მალავდა სკოლის პატარა მოსწავლეების ნიჭიერებითა და შემოქმედობითობით - „ეს ყველაფერი ძალიან შთამბეჭდავია“, - განაცხადა ბატონმა თომას მიულმანმა.  ბატონი ელჩისთვის ასევე ძალიან შთამბეჭდავი იყო VII კლასის მოსწავლის - ანი კერექციანის დახატული დამალის საჯარო სკოლის სურათი, რომელიც დირექტორმა, სკოლის სახელით, საქართველოში ავსტრიის საელჩოს საჩუქრად გადასცა“,- გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება