სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N117 საჯარო სკოლაში ღია სასკოლო ბიბლიოთეკა გაიხსნა
23-06-2023
-
+


თბილისის N117 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა, განხორციელდა სხვადასხვა საინტერესო პროექტი თუ აქტივობა. 

მათ შორის, eTwinning-ის პროექტის - „აჩუქე წიგნი - აჩუქე განათლება“ ორგანიზებით და სკოლის ჩართულობით, სკოლაში „ღია სასკოლო ბიბლიოთეკა“ გაიხსნა. 

პროექტში მონაწილე პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ღია ბიბლიოთეკა, რომელიც სკოლის ფოიეში განთავსდა, საკუთარი, სახლიდან მოტანილი თანამედროვე, კლასიკური, სხვადასხვა ჟანრისა და ასაკობრივი ჯგუფის წიგნებით შეავსეს. 

როგორც სკოლაში ამბობენ, ღია სასკოლო ბიბლიოთეკის მიზანია მოსწავლეთა მოტივირება წიგნების კითხვასთან დაკავშირებით, წიგნის პოპულარიზაცია, მოსწავლეებში წიგნის კითხვის კულტურის, წიგნის სიყვარულის ჩამოყალიბება; ასევე, სხვადასხვა ჟანრის ქართული და მსოფლიო ლიტერატურის გაცნობა; მოსწავლეებში სკოლისადმი მიკუთვნებულობის განცდის გაღმავება და სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაზრდა.

„აღნიშნულ აქტივობაში, ასევე, ჩაერთნენ სკოლის სხვა მოსწავლეები და პედაგოგები. მადლობა ყველას, ჩართულობისა და აქტიურობისათვის. სკოლის ყველა მოსწავლეს, გარკვეული წესების დაცვით, შეეძლება აიღოს „ღია სასკოლო ბიბლიოთეკიდან" წიგნი, წაიღოს სახლში და წაკითხვის შემდგომ დააბრუნოს.
პროექტში ჩართულნი არიან თბილისის N117 საჯარო სკოლის პედაგოგები - ნაზი კობახიძე, დოდო სეფაშვილი, ხათუნა სულიაური, ხათუნა ფარულავა, სოფო ლაღიძე, ნონა ივანიშვილი, ლელა ესიავა, ეთო ჯიმუხაძე და ლიზა ცუცქირიძე. ასევე, თბილისის N150 საჯარო სკოლის, რუსთავის N21 და ხაშურის N2 საჯარო სკოლების პედაგოგები.
პროექტს - „აჩუქე წიგნი - აჩუქე განათლება“ , აღნიშნულ აქტივობასთან ერთად, მდგრადი განვითარების მე-4 მიზანზე გავყავართ“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება