სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მშობლებს ვეტყოდი მადლობას, მასწავლებლის შრომის დანახვისა და დაფასებისთვის“ - მარინა ცინცაძე, ქვენობნის საჯარო სკოლის დირექტორი
23-06-2023
-
+


მარინა ცინცაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორია, რომლისთვისაც მოსწავლეთა სიყვარული და მათგან მიღებული სითბო არის ის, რაც მოტივაციას უმაღლებს და აძლევს სტიმულს აკეთოს თავისი საქმე წიგნიერი, ერუდირებული და ინტელექტუალური თაობის აღსაზრდელად. ამით კი თავისი წვლილი შეიტანოს განათლებული საზოგადოების ფორმირებაში. Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ მარინა ცინცაძესთან:

- ეს სასწავლო წელი იყო...

- ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი, შემოქმედებითი ღონისძიებებით დატვირთული.

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...

- მადლობას მასწავლებლის შრომის დანახვისა და დაფასებისთვის.

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...

- დიდი სიყვარულით გემშვიდობები ჩემო მშობლიურო სკოლავ.

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...

- ვცდილობდი მომზადებული შევსულიყავი გამოცდებზე, რომ მიმეღწია დასახული მიზნებისათვის და გავმხდარიყავი წარმატებული სტუდენტი

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...

- „გელით დიდი სიყვარულით ჩემო პატარებო“.

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...

- „ძალიან კეთილი, მეგობრული და კომუნიკაბელური ხართ, მიყვარხართ“.

- მოტივაციას მაძლევს...

- მოსწავლეების სწავლისადმი ინტერესი, ყურადღება და მათგან მიღებული სითბო და სიყვარული.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება