| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლის მოსწავლეები მთელი წლის მანძილზე სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში აქტიურად მონაწილეობდნენ.
მათ შორის აღსანიშნავია წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც მე-5 კლასის მოსწავლე - ნინო გოგოლაძე, მე-6 კლასის მოსწავლეები - მარიამ გაჩეჩილაძე და ბარბარე ჯვარიძე და მე-7 კლასის მოსწავლე ბარბარე შავთვალაძე მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ კონკურსი გაიმართა „მსოფლიო საფოსტო კავშირის“, „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაერთიანებული საფოსტო კავშირის მხარდაჭერით.
როგორც გვიყვებიან, მოსწავლეებმა დაწერეს წერილები თემაზე - „წარმოიდგინე, რომ ხარ სუპერგმირი და შენი მისია არის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გახადო ყველა გზა უსაფრთხო ბავშვებისთვის. მიწერე წერილი სასურველ პიროვნებას და ახსენი, თუ რა სუპერძალები დაგჭირდება, შენი მისიის შესასრულებლად“.
კონკურსის ბოლოს მოსწავლეები ფოსტამ, სერტიფიკატებითა და საჩუქრებით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა