სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორ ტრისტან გუგავას ქუთაისის N7 სკოლის დირექტორმა - ენდი ნემსიწვერიძემ ლექსი მიუძღვნა
23-06-2023
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშის საჯარო სკოლას საკუთარი საქმის პროფესიონალი, სასკოლო გარემოს განვითარებაზე ორიენტირებული დირექტორი - ტრისტან გუგავა ჰყავს. მისი ხელმძღვანელობით მოსწავლე-მასწავლებლებმა არერთ წარმატებას მიაღწიეს. 

ტრისტან გუგავას ქუთაისის N7 საჯარო სკოლის დირექტორმა ენდი ნემსიწვერიძემ ლექსი მიუძღვნა. 
 
„საქართველო იმიტომ დგას დღემდე ძლიერად, რომ ყველა დიდი ომის შემდეგ, კვლავაც გმირებს ბადებდა და ზრდიდა.... ფაშიმზე გამარჯვების შემდეგ, სწორედ გამარჯვების დღეზე 9 მაისს, შენი დაბადებაც ამის უპირობო დასტურია... გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო ძვირფასო მასწავლებელო, მეგობარო, მეზობელო, ნათესავო და სულით ხორცამდე ქართველო... ღმერთმა დიდხანს ნუ მოუშალოს ჩემს ლეჩხუმს და სრულიად საქართველოს, შენი ქართველთმოყვარე გულის ფეთქვა! 
და იგი ჰგავდა არისტოტელეს
მაკედონელი არ ვარ პელელი,
რით ვგავდე სოფლის ხმალით
მომტერეს,
მაგრამ მე მყავდა მასწავლებელი
და იგი ჰგავდა არისტოტელეს.
ნაბიჯებ ფართე და იერ ჯმუხი,
თითქოს წუხილი მასზე ხვედრია,
სულით მდიდარი და სიტყვა უხვი,
სხვაგან სხვა კაცი არ შემხვედრია.
მისგან დამოძღვრა მგონია ლოცვა,
წიგნი გახადა ჩემი პარნასი,
ჯერ ამამხედრა და მერე მომცა,
ხელში აღვირი ბუცეფალასი.
ტყუილად ვამტვრევ ახლა ღია კარს,
ლექსით მაინც ვერ მოვავარაყებ,
ხვამლს რომ ვადარებ კაცს და კი
არ ჰგავს,
ხვამლია თვითონ მოლაპარაკე.
მაკედონელი არ ვარ პელელი,
რით ვგავდე სოფლის ხმალით
მომტერეს,
მაგრამ მე მყავდა მასწავლებელი
და იგი ჰგავდა არისტოტელეს“,- წერს დირექტორი ენდი ნემსიწვერიძე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება