სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N28 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეები შემეცნებითი ტურით იმერეთს სტუმრობდნენ
23-06-2023
-
+


ბათუმის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო გასვლითი აქტივობა ეწყობოდა.

მათ შორის, VIა კლასის მოსწავლეები, დამრიგებელი და მშობლები ქუთაისს ეწვივნენ. შემეცნებითი ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებმა გელათის სამონასტრო კომპლექსი, დავით აღმაშენებლის საფლავი, აღდგენილი გელათის აკადემია და ტაძარი მოწამეთა მოინახულეს. გარდა ამისა, მათ პრომეთეს მღვიმე დაათვალიერეს და მისი აღმოჩენის ისტორია მოისმინეს.

როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეები განსაკუთრებული შთაბეჭდილებებით მწერალ ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში სტუმრობისას დაიტვირთნენ. ისინი ამ ვიზიტისთვის წინასწარ ემზადებოდნენ - წაიკითხეს მწერლის ბიოგრაფია და საბავშვო მოთხრობები. მათ მოინახულეს მარანი და ოტია იოსელიანის პირადი ნივთები. მოსწავლეებმა ოტია იოსელიანის ცხოვრებიდან ისტორიები მოისმინეს და მისი წიგნები შეიძინეს. 

გასვლითმა აქტივობამ უდიდესი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდნენ. 

„მოსწავლეები მცირე პიკნიკის შემდეგ სასიამოვნოდ დაღლილები დაუბრუნდნენ ულამაზეს ბათუმს. მადლობა მშობლებს ამ დღის გალამაზებისა და ყურადღებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება