| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელი ღონისძიებით შეაჯამეს.
პედაგოგ ასმათ ქაშაკაშვილის ხელმძღვანელობით, ფერადი, მრავალმხრივ საინტერესო შემოქმედებითად დატვირთული საღამო შესთავაზეს მაყურებელს IVა კლასის მოსწავლეებმა.
გამოსაშვები საღამო სკოლის ღია სივრცეში მოეწყო.
ვინა ვართ ჩვენ, ვისი გორისა და ჯიშისა, საიდან მოვდივარ და ვინ ვიქნებით მომავალში ,რა გვეამაყება? - არის კითხვები, რომელთა პასუხებიც ლამაზად ორგანიზებული, ფერადი, შინაარსიანი ღონისძიებით მიიღო მსმენელმა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა წარმოაჩინეს საკუთარი განცდები და ემოციები, რაც სკოლასთან აკავშირებდათ, ისაუბრეს მიღწევებზე, რომლებიც შთამბეჭდავია:
2020 წელი - ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის - izrune.ge-ს წლის „სუპერ კლასის“ ტიტული,
2022 წელი - „ახალი სკოლის მოდელის” ფარგლებში მოწყობილ გამოფენაში წარმატებული მონაწილეობა, 2023 - „ტვინების ბრძოლის“ საშემოდგომო ტურის ფინალისტები პრიზიორები, სპორტულ და საქალაქო აქტივობებში ჩართულობა.
მოსწავლეებმა, ასევე, დიდი პატივისცემა გამოხატეს და თავიანთი შემოქმედება მიუძღვნეს კლასის სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს, სკოლის ხელმძღვანელებს, მშობლებს.
ამაღელვებელი იყო პირველ მასწავლებელთან დამშვიდობების სცენა.
მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა - ცირა ბრეგვაძემ გადასცა წამახალისებელი დიპლომები, ასევე, სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისათვის, პოზიტიური დამოკიდებულებისა და სკოლის საქმიანობის პოპულარიზაციისათვის მადლობის ბარათი გადაეცა მშობელს - სალომე კოხრეიძეს.
„ეს ბრჭყვიალა საღამო ლამაზ მოგონებად გაჰყვებათ ამ კლასის მოსწავლეებს, მშობლებს ცხოვრების შემდგომ საფეხურზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა