სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მუხრანის N1 საჯარო სკოლაში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელს უმასპინძლეს
23-06-2023
-
+


სასწავლო წლის დასასრულს, ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი, საქართველოში პროექტ  „სახალისო საფეხბურთო ღია სკოლის“ ხელმძღვანელი მამუკა კვარაცხელია ესტუმრა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საპატიო სტუმართან გულთბილ შეხვედრას, სკოლის პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად მესამეკლასელები და მათი მშობლები დაესწრნენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და პროექტის „სახალისო საფეხბურთო ღია სკოლა“ სახელით, მამუკა კვარაცხელიამ  67 მესამეკლასელს საჩუქრად მაისურები უსახსოვრა, სპორტის პედაგოგებს - ელდარ ხარაზიშვილს და გიორგი მიქელაძეს სპორტული სამოსი გადასცა, ხოლო სკოლას - ბურთები და საფეხბურთო მოსასხამების კომპლექტი.

შეხვედრის დასასრულს, პედაგოგების და მოსწავლეების მიერ გამართულ სპორტულ აქტივობებში სტუმარი ხალისით ჩაერთო.

სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა და დამსწრე საზოგადოებამ მამუკა კვარაცხელიას სტუმრობისა და საჩუქრებისთვის დიდი მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„სახალისო საფეხბურთო ღია სკოლა“ საერთაშორისო პროექტია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1998 წლიდან ხორციელდება და მის მთავარ მიზანს 5-დან 12 წლამდე ბავშვების საფეხბურთო ცხოვრებაში ჩართვა წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ 1998 წლიდან დღემდე, აღნიშნულ პროექტში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 950 000-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოში ის 2003 წლიდან მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება