| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გამოირჩეოდა მრავალფეროვანი ღონისძიებებით. მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად აღნიშნავდნენ მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს.
შესაბამისად მათი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.
ამ დღესთან დაკავშირებით, ღოუბანის საჯარო სკოლის მასწავლებელმა - მარინე სულხანიშვილმა ჩაატარა სპორტული ღონისძიება - „მხიარული სტარტები“. სპორტულ-გასართობ შეჯიბრში ყველა მოსწავლე მონაწილეობდა.
თამაში საინტერესოდ წარიმართა. ორი გუნდის შეჯიბრი დამთავრდა ფრედ. მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
„მხიარული ღონისძიება, ბედნიერი ბავშვები და კმაყოფილი მასწავლებლები - აი შედეგი ამ დღის!“- ასე აფასებენ ღონისძიებას სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა