| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ნაყოფიერი სასწავლო ექსკურსიით დააგვირგვინეს.
მეექვსეკლასელებისთვის, დამრიგებლის - მაია რიჟამაძის ხელმძღვანელობით, მოეწყო შემეცნებითი ტური, მარშრუტით - ბაზალეთი - ანანური.
მოსწავლეებისთვის ექსკურსია მეტად სახალისო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
„ბაზალეთის ტბაზე გავისეირნეთ გემით. ბავშვებმა კვადროციკლებით ისეირნეს. მოვილოცეთ ანანურის ციხე. მოსწავლეები მოიხიბლნენ ბუნების სილამაზით, არქიტექტურული ძეგლის სიდიადით. გაიცნეს ექსკურსიაზე მყოფი გორის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათთან ერთად იცეკვეს, იმხიარულეს“,- გვიყვება პედაგოგი მაია რიჟამაძე.
სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებებისთვის პედაგოგმა - მაია რიჟამაძემ მოსწავლეებს სიგელები გადასცა.
ბავშვებიც და მშობლებიც კმაყოფილნი და ბედნიერნი იყვნენ ამ ლამაზი დღის გამო.
კლასის ხელმძღვანელმა მოწაფეებს ბედნიერი და ნაყოფიერი დასვენება და მე-7კლასისთვის მეტი შემართება უსურვა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა