სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საქართველოს ცის ქვეშ“ - მაჭატიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს 
22-06-2023
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესში თანამედროვე მიდგომების დანერგვასა და მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გაკვეთილების ჩატარებას დიდი ყურადღება ეთმობა.

ამ მიზნით კი სასწავლო წლის მანძილზე არაერთი საინტერესო ინიციატივა წამოიჭრა.

მათ შორის აღსანიშნავია, საინტერესო პროექტი თემაზე - „საქართველოს ცის ქვეშ“, რომელიც სკოლისა და არასამთავრობო ორგანიზაცია - „ჰელფინგ ჰენდის“ თანამშრომლობით განხორცილედა.

აღსანიშნავია, რომ „ჰელფინ ჰენდმა“, გაეროს ბავშვთა ფონდიდან, პარტნიორობით ჩამოაყალიბა მოხალისეთა კლუბი და სწორედ მათთან თანამშრომლობით განხორციელდა ეს პროექტი. მისი მიზანი მოსწავლეებში გამჭოლი კომპეტენციების დაუფლება, საგანთა შორის კავშირის დამყარება, მოსწავლეთა ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა იყო, ამავე დროს საქართველოს რეგიონებზე მეტი ინფორმაციის მოძიება დამუშავება და სკოლის სხვა მოსწავლეებისათვის გაცნობა.

მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ ამ პროექტში, მათ შექმნეს დიდი წიგნები საქართველოს კუთხეების შესახებ, რომელიც შემდგომში ხელმისაწვდომი იქნება არა მარტო ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლებისათვის, არამედ საბუნებისმეტყველო საგნებისთვისაც. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტში აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ მასწავლებელმა - ვენერა მღებრიშვილმა, ხათუნა ლომიძემ, გეოგრაფიის მასწავლებელმა - ნაირა სარქისიანმა და სკოლის დირექტორმა - ანაიტ პარონიანმა. 

„სკოლა სომხურენოვანია და ამგვარი პროექტები ხელს უწყობს ინტეგრაციას, ამავე დროს უკეთ აცნობს საქართველოს თითოეულ კუთხეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება