| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლის მოსწავლეები - სოფა ხაბაძე და რაულ ბერიძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეებს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელი მიენიჭათ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის გაზაფხულის პერიოდის კონკურსები ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ქედის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 21 ივნისს ჩატარდა.
ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 23 ივნისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
როცა განათლება დღესასწაულია - izrune.ge-მ პროექტის ვარსკვლავების დაჯილდოების ცერემონია ამჯერად ბათუმში ჩაატარა
„მე თქვენ მეამაყებით, ჩემო პატარა შვილებო, ჩვენო მომავალო თაობავ!“
მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კულტურულ-კალიგრაფიული პერფორმანსები
პროექტის ფარგლებში ბავშვებმა შეისწავლეს ინფორმაციის წყაროები, ისწავლეს ფაქტისა და მოსაზრების ერთმანეთისგან გარჩევა