| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭკვიანი, აქტიური და მოტივაციით აღსავსე - ანა დიასამიძე, ბათუმის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეა, რომელიც izrune.ge-ს დიდი ოჯახის საამაყო წევრი გახლავთ.
ანას ძალიან უყვარს ხატვა და ცეკვა, მუდამ მხიარული და მეგობრულია. მოსწონს სააზროვნო ტესტების შესრულება და კითხვა, ამჟამად, კითხულობს „ტომ სოიერის თავგადასავალს“ და ურჩევს სხვა ბავშვებსაც წაიკითხონ ეს წიგნი.
ყველაზე მეტად კი უყვარს ხუთშაბათი დღე, როცა შეუძლია „იზრუნეს“ ტესტების შესრულება, ცდილობს გააუმჯობესოს შედეგი და დაფიქრებულად უპასუხოს თითოეულ კითხვას. ყველაზე მეტად მოსწონს მათემატიკური კითხვები, სადაც დაფიქრებაა საჭირო. ბედნიერია თავისი შედეგით, მაგრამ არა კმაყოფილი და ცდილობს მეტს მიაღწიოს, ამაში კი izrune.ge ეხმარება.
ანა დიასამიძე მადლობას უხდის ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის შექმნაში და ყველა მშობელს ურჩევს დაარეგისტრირონ თავისი შვილებიც, რათა ბავშვებმა შეამოწმონ საკუთარი შესაძლებლობები.
„მადლობა თქვენ ყველაფრისათვის დიდი სიყვარულით ანა“,- გვწერს მოსწავლე.
izrune.ge ამაყობს ბეჯითი მოსწავლეებით და ანას წინსვლას უსურვებს.
შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა