სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შექმენი გზამკვლევი“ - სენაკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს 
22-06-2023
-
+


ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის N2 საჯარო სკოლაში ნაყოფიერი სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე დადებითად აისახა პროექტებით სწავლება.

2022-23 სასწავლო წლის ბოლოს, სენაკის N2 საჯარო სკოლის VIIა კლასში (დამრიგებელი მარინე ჯოჯუა) ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოში მოცემული დავალების მიხედვით დაიგეგმა პროექტი -  „შექმენი გზამკვლევი“.

პროექტს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნ.შეროზია ხელმძღვანელობდა. 

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს დაევალათ საქართველოს ერთ-ერთი კუთხის - რაჭის (, როგორც სკოლაში გვიყვებიან, არჩევანი თავად გააკეთეს) ღირსშესანიშნაობებისა და ძეგლების გაცნობა და გზამკვლევის შედგენა.

მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად, საფუძვლიანად გაეცნენ დავალებას, მიიღეს კვალიფიციური რეკომენდაციები, გაინაწილეს სამუშაო - მათ მიერ არჩეული ძეგლის/ადგილის ( ნიკორწმინდა, ბარაკონი, მრავალძალი, შაორის ტბა, ცხრაჯვარი...) შესახებ სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოძიება, ძეგლის მონახულების დროს პრეზენტაციის გაკეთება.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ბავშვებმა წარმატებით გაართვეს თავი დავალებას - ჯგუფების ლიდერებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაციები, მოსწავლეებმა გადაიღეს ფოტო და ვიდეომასალა ყველა ადგილმდებარეობაზე, გეოგრაფიის მასწავლებლის - თეა ფუტკარაიას დახმარებით იმუშავეს რუკაზე, რომელზეც მოინიშნეს ძეგლამდე მისასვლელი გზები და მიმდებარე პუნქტები...

„სასიამოვნო შთაბეჭდილებებით აღსავსე მოსწავლეები თავს მოუყრიან ყველა მოპოვებულ მასალას და შექმნიან მრავალჯერადი გამოყენების რესურსს - გზამკვლევს.

მოსწავლეებში საკლასო თუ არაფორმალურ გარემოში ჩატარებულმა სამუშაომ განავითარა კვლევა-ძიების, ინფორმაციის დახარისხების, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები“,- გვეუბნებიან სკოლაში და პროექტის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება