| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მთელი წლის მანძილზე არაერთი საგანმანათლებლო, შემეცნებითი თუ გარემოსდაცვითი პროექტი განახორციელეს, მათ შორის აღსანიშნავია, პროექტი - „ნარჩენების მართვა“.
პროექტზე მე-10 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს და მის განსახორციელებლად ხონის ახალგაზრდული იდეის გრანტიც მოიპოვეს.
პროექტის ავტორია ნია საღარეიშვილი.
პროექტი მიზნად ისახავს ნარჩენების მართვის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, თემის ინფორმირებულობასა და კომუნიკაციების დამყარებას, როგორც კლასებს, ასევე სკოლებს შორის.
აღსანიშნავია, რომ პროექტი სხვადსხვა საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული, პროექტის მიმდინარეობის პროცესზე დეტალურად ავტორი საუბრობს:
„პროექტის პირველი ეტაპი ითვალისწინებდა საინფორმაციო შეხვედრებს ქუტურის, ივანდიდის, მათხოჯის და N2 საჯარო სკოლებში, სადაც აუდიტორიას ვესაუბრეთ ნარჩენების სწორად მართვის შესახებ, ვაჩვენეთ მოკლე ვიდეორგოლი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით. მეორე ეტაპი გახლდათ შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. შევხვდით ხონის მერს, ბატონ ლადო ჯურხაძეს და გავაცანით ჩვენი პროექტის შესახებ. მესამე ეტაპზე დავასუფთავეთ სკოლის მიმდებარე ტერიტორია. ახალგაზრდული იდეის პროექტიდან მიღებული დაფინანსებით შევიძინეთ დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარი. დავასუფთავეთ N2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია, რაშიც მონაწილეობდნენ V კლასის მოსწავლეები პედაგოგების - მარიეტა ლეთოდიანის და თამუნა ჩხენკელის დახმარებით. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო N2 საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ ნუნუ მანაგაძეს, რომ ხელი შეგვიწყო და დაგვეხმარა პროექტის განხორციელებაში“, - აღნიშნავს ნია საღარეიშვილი.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო