სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სიკეთე მზის შუქს ჰგავს - ანათებს და ათბობს“ - წალკის N1 საჯარო სკოლის მასშტაბური სოციალური პროექტი 
22-06-2023
-
+


წალკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. პედაგოგები მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნებს, არამედ კაცთმოყვარეობას, ტოლერანტობას ასწავლიან და ღირსეულ მოქალაქეებად ზრდიან. 

13 ივნისს, წალკის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლის - ხათუნა გვიჩიანის ხელმძღვანელობით, სკოლის დირექტორის - მარინე ბერიანიძის და მასწავლებლების - ფატი ფასანიძისა და ლალი ალიმბარაშვილის თანამონაწილეობით, განხორციელდა პროექტი -„სიკეთე მზის შუქს ჰგავს - ანათებს და ათბობს“.

პროექტში ჩართულნი იყვნენ, წალკის N1 საჯარო სკოლის მე-6ა, მე-8, მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეები. პროექტის ფარგლებში, შეიქმნა ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელების სურვილების დაფა, შემდგომ კი, წალკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, შეგროვდა თანხა, რაც მოხმარდა თავშესაფრის აღსაზრდელთა სურვილების შესრულებას და მათთვის ერთი დღის გაფერადებას.

„პროექტმა მოგვცა საშუალება დაგვემყარებინა, მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან. გვინდა სიამაყით აღვნიშნოთ, რომ პროექტში ჩართული იყო წალკის მუნიციპალიტეტის უდიდესი ნაწილი. ვიზიტმა დადებითი ემოციებითა და სიხარულით განაწყო, როგორც ნინოწმინდის, ასევე ჩვენი სკოლის აღსაზრდელებიც. აქვე დავძენ, რომ ეს ვიზიტი ერთჯერადი არ არის, ვაპირებთ მომავალშიც ხშირად ვესტუმროთ ჩვენს ახალ მეგობრებს, რათა ერთმანეთს გავაფერადოთ და გავუხალისოთ ყოველდღიურობა. მადლობას ვუხდით, ყველა დაწესებულებას და ადგილობრივ მოსახლეობას, თანადგომისა და დახმარებისათვის, ასევე მადლობას ვუხდით წალკის მერიას თანამშრომლობისთვისა და ჩვენი ტრანსპორტირებისთვის. ეს იყო ერთი სასიამოვნო და შთაბეჭდილებებით სავსე დღე, რომელიც ჩაიწერება ჩვენი სკოლის ისტორიაში ბედნიერების ასოებით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:





კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება