| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო, მრავლფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით, აქტივობებითა თუ პროექტებით.
მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია, ღონისძიება - „მე შენ და საქართველო“.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავი სანახაობით წარდგნენ, შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, ქართული ეროვნული ცეკვები, ქართული სიმღერები.
მოსწავლეებმა თავიანთ გამოსვლებში მკაფიოდ გამოხატეს საქართველოს დიდი სიყვარული და წარსულის პატივისცემა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები - ნინო ბერიკაშვილი, ია არწივიძე, ეკა აბაშიძე, ასევე, სამცხე-ჯავახეთის არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგები.
ღონისძიება სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ქეთევან ნასყიდაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა