| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. აკადემიური წელი, როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. სასწავლო წელი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებით, აქტივობებითა თუ პროექტებით.
მათ შორის აღსანიშნავია, პროექტი - „მდგრადი განვითარება - ცივილიზაციის განვითარების ახალი კონცეფცია“. პროექტის ხელმძღვანელი გახლდათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მზია სულაძე, თანაავტორი - ხელოვნების მასწავლებელი ეკატერინე გუჯეჯიანი.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევების დასაძლევად მნიშვნელოვანია მომავალი თაობის გათვითცნობიერება და სწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება გლობალურ პრობლემებთან მიმართებაში. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებისათვის ჩატარდა ინტეგრირებული საინფორმაციო შეხვედრები მდგრადი განვითარების მიზნებისა და ინდიკატორების შესახებ.
„მოსწავლეებს გავაცანით 2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს 193 წევრი ქვეყნის შეთანხმება მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე - „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. მოსწავლეებმა მოამზადეს გზამკვლევი, სადაც მოკლედ არის აღწერილი თითოეული მიზნის მნიშვნელობა და ფუნქცია, შექმნეს ნახატები და პლაკატები. მოაწყვეს გამოფენა - „ერთად გლობალური მიზნებისაკენ!“,- გვიყვებიან პედაგოგები.
სასკოლო საზოგადოების წევრებმა მიიღეს ინფორმაცია გაეროს ინიციატივით განხორციელებულ მდგრადი განვითარების შეთანხმებაზე და მის მიერ აღიარებული თარიღების აღნიშვნის მნიშვნელობაზე, სხვადასხვა ტიპის აქტივობებისა და ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობაზე.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის განხორციელება მოსწავლეებს დაეხმარა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევასთან დაკავშირებული გამოწვევების უკეთ გაცნობიერებაში, შემეცნებითი, სოციალურ-ემოციური და ქცევითი განზომილებების განვითარებაში, სწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებასა და პირადი პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა