სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მჯერა, რომ განსაკუთრებულ მომავალს შექმნით“ - ჩხორიის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა წარმატებული ოთხი წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს 
22-06-2023
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს შთამბეჭდავი ღონისძიებით დაემშვიდობნენ. 

მოსწავლეები საგანგებოდ გამოეწყვნენ ამ დღისთვის და საზეიმოდ მორთულ სცენაზე მრავალფეროვანი წარმოდგენა დადგეს. 

მოსწავლეებისთვის დღე ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა, თავის საყვარელ მასწავლებელთან ერთად, სკოლაში გატარებული 4 წელი და არაერთი სამახსოვრო მოგონება გაიხსენეს. 

ღონისძიებაზე ვიდეორგოლის ჩვენებაც მოეწყო, სადაც გაერთიანებული იყო წლის მანძილზე ჩატარებული აქტივობები. 

მოსწავლეებს სკოლაში მიულოცეს 4 კლასის წარმატებით დასრულება და მათ წარმატებები უსურვეს.

„ძვირფასო მეოთხეკლასელებო!

გილოცავთ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას, ცოდნის შეძენის უსასრულო კიბის მორიგ საფეხურზე მყარად შედგომას. სკოლაში, გატარებული ყოველი დღე ყოფილიყოს თქვენთვის წარმატებისა და ულევი სიხარულის მომტანი. ლაღ, ბედნიერ და უზრუნველ ბავშვობას გისურვებთ. თქვენ ხართ გამორჩეული თაობა, 21-ე საუკუნის თავისუფალი მოქალაქეები და მჯერა, რომ განსაკუთრებულ მომავალს შექმნით.

სიბრძნე და გონიერება მოგმადლოთ უფალმა! დაგელოცოთ სავალი გზები!

მინდა გამოვხატო ჩემი მადლიერება იმ ადამიანების მიმართ ვისაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ამ ლამაზი ღონისძიების ორგანიზებაში: ფატიმა ხვიჩავა, ნინო ჯოჯუა, ნანა ყუფუნია, ინგა ფიფია. მადლობა თითოეულ მშობელს, რომელთაც ასევე, ლომის წვლილი ჩადეს ამ საქმეში. თქვენთან თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი ლულა ხვიჩავა.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება