| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით. ნაყოფიერი აღმოჩნდა პროექტებით სწავლება.
განსაკუთრებით საინტერესოა პროექტი - „შშმ პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში“, რომელიც არაერთ საინტერესო აქტივობას მოიცავდა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, „სამოქალაქო განათლებაში“ პროექტის - „შშმ პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში“ ფარგლებში, განხორციელდა შესაბამისი შეხვედრები და აქტივობები.
პროექტთან დაკავშირებით მე-10 კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები (სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ა. გვაჯაია, სპეცმასწავლებელი მ. კვიკვინია, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლ. საჯაია), მე-7 კლასის შშმ მოსწავლე ესტუმრნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ გამოფენა- ექსპოზიციას - „ჩვენ-30 ამბავი“.
ღონისძიების მიზანი იყო სტიგმების შემცირება და შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
მოსწავლეებს მოეწონათ ექსპოზიცია და განწყობა დააფიქსირეს შთაბეჭდილებათა წიგნში. დადიანების ბოტანიკურ ბაღში შშმ მოსწავლისთვის ჩატარდა აქტივობები.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიება შთამბეჭდავი იყო და ზუგდიდის მერიას გამოფენაზე მიწვევისთვის მადლობას უხდიან.
პროექტს პედაგოგი ასმათ გვაჯაია ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს დირექტორმა მარეხი ფირცხელანმა და პედაგოგებმა
სკოლის დირექტორმა, ფატიმა თეთრაძემ, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს მიმართა და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ