| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურუს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ.
ეს, როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთათვის მნიშვნელოვანი და ემოციური იყო.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, პედაგოგ მანანა მიქაძის ხელმძღვანელობით, მეოთხეკლასელთა გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიება მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით გაჯერებული იყო.
ზეიმზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და დრო ხალისიანად გაატარეს.
მეოთხეკლასელებმა, ასევე პირველი მასწავლებლის ღვაწლი აღნიშნეს, რომელსაც მათ განათლებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.
პედაგოგმა მათ მე-5 კლასში გადასვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა