| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სასწავლო წლის მანძილზე ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.
სწორედ, გარემოსდაცვითი კულტურის ხელშეწყობის მიზნით, გურკელის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი - „ჩვენი დედამიწა“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა შეისწავლეს საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობები, მოამზადეს პრეზენტაცია - „წითელი წიგნის“ შესახებ და წარუდგინეს სასკოლო საზოგადოებას.
პროექტის ბოლოს მოსწავლეებმა თვითონ შექმნეს „საქართველოს წითელი წიგნი“, სადაც განათავსეს საქართველოს ფლორის და ფაუნის ის სახეობები, რომლებიც დაცვას და ზრუნვას საჭიროებენ.
პროექტს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - მ. გვრიტიშვილი და ც. ქიმერიძე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა