სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საუკუნეებს გადანდობილი საიდუმლოებანი“ - ითხვისის N1 საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი პროექტი განხორციელდა 
21-06-2023
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. აკადემიური წელი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი, პროექტებით, აქტივობებითა და საგანმანათლებლო ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა სწავლის ხარისხზე დადებითად აისახა. 

მათ შორის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელს განხორციელდა პროექტი სახელწოდებით - „საუკუნეებს გადანდობილი საიდუმლოებანი“.

პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი: მოსწავლეები, პედაგოგები, თემი.

12 ივნისს, სკოლაში გაიმართა შემაჯამებელი პრეზენტაცია, რომელიც ლამაზი და საინტერესო ღონისძიებით დასრულდა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის მიზანს წარმოადგენდა ითხვისის არქეოლოგიური გათხრების ადგილის პოპულარიზაცია, ითხვისის, როგორც უძველესი, ანტიკური ხანის ქალაქის ისტორიის გაცნობა.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მონაწილეობდნენ ლაშქრობებში, ადგილობრივ გარემოში არსებული ღირსშესანიშნაობების გასაცნობად და შესასწავლად, მოინახულეს ითხვისის იოანე ნათლისმცემლის ტაძარი, ითხვისის მაცხოვრის ეკლესია, სახატო, ითხვისის ციხე, ითხვისის ნაქალაქარი, ბჟინევის ციხე. ასევე მოეწყო შემეცნებითი ექსკურსია ჭიათურის მხარეთმცოდნეობისა და ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახელობის მუზეუმებში.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, საინტერესო იყო თემის წარმომადგენლების პრაქტიკულ აქტივობებში ჩართვა. გაიზარდა სასკოლო საზოგადოებისა და თემის ჩართულობა.

პროექტის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე მიწვეულნი იყვნენ: თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი გიორგი დვალაშვილი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი, ეროვნული კატეგორიის მსაჯი, სპორტის ოსტატი, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრი გაბრიელ ბარჯაძე, სოფლის თვითმმართველობის წარმომადგენლები როლანდ მოცრაძის ხელმძღვანელობით, დეპუტატი ოლეგი ყობიაშვბილი, რესურსცენტრისა და პროფკავშირის წარმომადგენლები, სკოლის უხუცესი პედაგოგი ცისანა იაკობიძე.

„მადლობას ვუხდით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას ფინანსური დახმარების გაწევისათვის, მადლობა, მოწვეულ სტუმრებს თანადგომისათვის იმ თბილი სიტყვებისთვის, რომელიც არ დაიშურეს და აღფრთოვანებულნი იყვნენ გამართული პრეზენტაციითა და ლამაზი ღონისძიებით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება