| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით, სასწავლო წლის მანძილზე არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება გაიმართა, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებზე დადებითად აისახა.
ამჯერად, პედაგოგი ნანა თოთლაძე მოსწავლეთა ნამუშევრებს გვიზიარებს და დიდი სიამოვნებას გვპირდება.
სკოლაში ნახატების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, შესული თანხით კი მოსწავლეები მომდევნო სასწავლო წლისთვის ახალ სამხატვრო მასალას შეიძენენ.
„პირველ რიგში გახსენით სურათები, რომ ისიამოვნოთ. დავბრუნდი დიდი პაუზის შემდეგ, ესეც ჩვენი ნაშრომ-ნაღვაწი, გამოფენაც გავმართეთ და პირველი შემოსავალიც გვაქვს. როგორც მხატვრობაში არიან მარჯვეები, ბიზნესიც კარგად გამოსდით ჩემს ყოჩაღ მოსწავლეებს, ხმაც არ ამომაღებინეს, თანხის დაკლებაზე ვეხვეწებოდი, აუქციონიც კი გაიმართა. ჩვენი შემოსავლით ისევ სამხატვრო მასალას ვიყიდით, ახალი სასწავლო წელი წინ გვაქვს“,- აღნიშნავს პედაგოგი ნანა თოთლაძე.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა