სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში საჭადრაკო ტურნირი გაიმართა
20-06-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეები დიდი ინტერესით ეუფლებიან მსოფლიოში ყველაზე ინტელექტუალურ თამაშსს - ჭადრაკს.

„ჭადრაკი ხელს უწყობს აზროვნების, ლოგიკის, ყურადღების კონცენტრაციას, თვითკრიტიკის განვითარებას, გამარჯვებისაკენ სწრაფვასა და მოზარდის გონებრივი განვითარებისთვის მნიშვნელოვან ეტაპებს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

მრავალი წელია სკოლაში სპორტის ამ პოპულარულ სახეობას, როგორც გვიყვებიან, მრავალი საჭადრაკო ტურნირისა და ჩემპიონატის გამარჯვებული მირანდა მიქაძე ასწავლის.

„მირანდა მასწავლებელი დიდი გულისხმიერებითა და სიყვარულით უზიარებს დამწყებ მოჭადრაკეებს საკუთარ გამოცდილებას. ამით უდიდეს ინტერესს და მოტივაციას უქმნის მოზარდებს მომავალი წარმატებისთვის, რაც ნიშნავს, ინტელექტუალური განვითარებისთვის მუდმივ, დაუღალავ, შეუპოვარ ბრძოლას“, - ამბონენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, სასასწავლო წლის ბოლოს გაიმართა საჭადრაკო ტურნირი I - V კლასების ჩართულობით.

ყველაზე მეტი ქულის მფლობელი ფინალურ ეტაპზე გადავიდა, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები და დაჯილდოვდნენ სამახსოვრო სიგელებით.

„სკოლის ადმინისტრაცია ნორჩ მოჭადრაკეებს ულოცავს გამარჯვებას და უსურვებს გამარჯვების მწვერვალების დაპყრობას“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება