| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებას ახალგაზრდა, ახალბედა, ნიჭიერმა პედაგოგმა, სალომე ცუხიშვილმა „ნატვრის თვალი“ უწოდა.
მოსწავლეებმა, სცენაზე იაკობ გოგებაშვილის ის უკვდავი მოთხრობები გააცოცხლეს, რაც სამყაროს შემეცნების ანი და ჰოეა.
მოსწავლეებმა ოსტატურად მოირგეს სხვადასხვა როლები და დიალოგებში გააჟღერეს ნაწარმოების მთავარი არსი და იდეა.
მნიშვნელოვანია, ის, რომ მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიული ფაქტებიც შეახსენეს პუბლიკას, მათ დიდი მასწავლებლის ღვაწლსა და მიღწევებზე ისაუბრეს.
ბავშვებმა ასევე ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს ქართულ დამწერლობასა და დედაენას. მუსიკალური ნომრების ჯადოსნურ ჟღერადობაზე კი, პედაგოგმა ნინო ბიბილურმა იზრუნა, რამაც ღონისძიება უფრო სანახაობრივი და სამახსოვრო გახადა.
იხილეთ ფოტოები:„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა