| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის პედაგოგი - ზელიმხან თავართქილაძე პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებაა. მისი ღვაწლი და მოსწავლეების ცოდნაში ჩადებული შრომა შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
ის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, 2022 წლის საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის ტიტული ატარებს.
„პედაგოგს - ზელიმხან თავართქილაძეს აღიარება და პატივისცემა აქამდეც არ აკლდა, თუმცა ეს ჯილდო სულ სხვანაირი და გასახარებელია“ , - აღნიშნავენ სკოლაში.
საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სიგელი მას ხულოს რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ მიქელაძემ გადასცა.
„დიდი მადლობა ხულოს რესურსცენტრის უფროს ბატონ ედუარდ მიქელაძეს კარგი, სასიხარულო და საამაყო ჯილდის გადმოცემისათვის... სკოლის პედკოლექტივი, მოსწავლეები პედაგოგს ვულოცავთ დიდი სიამაყითა და სიხარულით. გვემრავლოს სახელოვანი მასწავლებლები“, - ამბობენ სკოლაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა