სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი პროექტის - „ფინანსური წიგნიერება“, შთამბეჭდავი პრეზენტაციით დაიხურა
20-06-2023
-
+


ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გამოირჩეოდა, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით, პროექტებითა თუ აქტივობებით. 

მათ შორის აღსანიშნავია, პროექტი „ფინანსური წიგნიერება“, რომლის პრეზენტაცია სკოლაში 15 ივნისს ჩატარდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, სასწავლო ექსკურსიით იმყოფებოდნენ თბილისისა და გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმებში, სადაც დაათვალიერეს ნუმიზმატიკური ექსპონატები და გაეცნენ მათი წარმოშობის ისტორიას.

ღონისძიება ნუმიზმატიკის ნიმუშების გამოფენით დაიწყო. დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, ახლოს გასცნობოდა ამ უნიკალური მონეტების კოლექციის რეპროდუქციას, რომელიც მოსწავლეებმა თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში შეიძინეს.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო პროექტის საბოლოო ანგარიში სხვადასხვა მიმართულებით -

• საქველმოქმედო კლუბის - „ნორჩი ფინანსისტები“ წევრებმა წარმოადგინეს კლუბური მუშაობის საბოლოო ანგარიში;

• ორგანიზაცია „ხელები მშვიდობისათვის“ თავმჯდომარემ წარმოადგინა სააღდგომოდ, სკოლაში მოწყობილი საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის საბოლოო ანგარიში;

• სკოლის თვითმმართველობამ წარმოადგინა საქართველოს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეგიდით, N5 საჯარო სკოლაში ჩატარებული საქველმოქმედო აქციის საბოლოო ანგარიში.

პრეზენტაციის მონაწილეებმა შეაჯამეს საკუთარი საქმიანობა, გამოყვეს პრიორიტეტები. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ქრონოლოგიურად გააცნეს პროექტზე მუშაობის დეტალები, მიზნები და ამოცანები. დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს საბოლოო პროდუქტი, ასევე გაწეული სამუშაოს თვითრეფლექსია.

ქართული ენის, მათემატიკისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სასწავლო კურიკულუმში, პროექტ „ფინანსური წიგნიერების“ მიზნების შესახებ.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან, მერიიდან, საქართველოს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის, ზუგდიდის ფილიალიდან, ქალაქის სხვადასხვა სკოლის დირექტორები და საგნობრივი ექსპერტები.

ღონისძიება შეაჯამა სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა და ისაუბრა სადამრიგებლო რგოლის გაძლიერების პრიორიტეტულობაზე.

დასასრულს, N5 საჯარო სკოლის დირექტორმა, დოდო ცქვიტაიამ, ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მიწვეულ სტუმრებს დასკვნითი სიტყვით მიმართა და წარმატება უსურვა მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება