| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები წარმატებული ოთხი წელი ღონისძიებით შეაჯამეს.
მოსწავლეები პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ და მისი ხელმძღვანელობით წარმტაცი სანახაობა დადეს. მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ და ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
ღონისძიება მეტად ემოციური გამოვიდა. პედაგოგმა მოსწავლეებს გზა დაულოცა და წარმატება უსურვა, ბავშვებმა კი მასწავლებელს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
„ემოციებით სავსე დღე, ოთხი წლის შემაჯამებელი ღონისძიება, ბევრი ღიმილი და ემოცია, რომელიც ერთმანეთთან განშორებამ მოგვიტანა... კიდევ ერთხელ გილოცავთ, მეოთხე კლასის დამთავრებას და გისურვებთ წარმატებულ, ბედნიერ სასკოლო ცხოვრებას“,- აღნიშნავს კლასის დამრიგებელი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა