| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დღეს, ისევ დგას, რესტავრირებული, სიყვარულით ამაღლებული და მასპინძლობს სტუმრებს. სიმაღლემ კი თითქოს ღმერთის სულში ჩაგვახედა და თვალწინ გადაგვეშალა სამოთხის ხედები“. საოცრებაა, სწორედაც რომ საოცრებაა! მოსწავლეები და მჩობლები ემოციებს ვერ მალავდნენ. სამახსოვრო ფოტოებიც გადავიღეთ.
დავემშვიდობეთ „მოდინახეს“ და ჭიათურისკენ გავემგზავრეთ. კაცხის სვეტს ვესტუმრეთ და საოცრი სვეტი მოვინახულეთ.
„ხრამსა შინა არის კლდე აყვანილი, ვითარცა სვეტი, ფრიად მაღალი. მის თხემზეარს ეკლესია მცირე...“ - ვახუშტი ბატონიშვილი.
ზემო იმერეთში არის ერთი უძველესი და ულამაზესი სოფელი კაცხი. კაცხი სვანური სიტყვაა და მწვერვალს ნიშნავს. „კაცხის სვეტი“მრავალი საუკუნის წინათ ტექტონიკური ძვრების შედეგად გაჩნდა. სვეტი 40-45 მ. სიმაღლისაა.
ლეგენდის თანახმად, „იმ არემარეში ახალი ედემის გაშენება უნებებია უფალს, მოუხმია ანგელოზნი, ზოგიერთისთვის ყვავილნარის გაშენება უბრძანებია, ზოგისთვის ხეხილის, ზოგისთვის-ცხოველების გამრავლება დაუვალებია. მორთეს და მოკაზმეს იქაურობა ანგელოზებმა.ერთ ადგილას დიდი ქვა ამოზრდილა, ქვეშ უხსენებელმა დაიბუდა თურმე. გადმოხედა უფალმა ახალ ედემს, უზარმაზარი ჭრელი უხსენებელიც დაინახა. განრისხდა, გადმოასხა მდუღარე ტალახი, ამობუგა ქვეწარმავლის ბუდე. ჰაერშივე გაცივდა მოთუხთუხე ლავა, გაიყინა, აღიმართა სვეტად, ნიშნად იმისა, რომ დედამიწაზე მოსპობილიყო ცდუნება და ვერაგობა.“ 1977 წელს კაცხის მონასტერში აღორძინდა სამონასტრო ცხოვრება. 1999 წელს დაიწყო და 2000 წელს დასრულდა სვეტის ეზოში, სვიმონ მესვეტის ეკლესიის აღდგენა. 2006 წელს მოეწყო „სვეტზე“ ასასვლელი კიბე. კაცხის სვეტთან იმართება დღესასწაული „ სვეტობა ანუ სვეტისხოვლობა“. ეს დღესასწაული იმართება აღდგომის შემდეგ პირველ პარასკევს. „ კოხინჟრობა აღინიშნება ამაღლების შემდეგ ორშაბათს. ასევე აღინიშნება „სვიმონ მესვეტის ხსენების დღე“-14 სექტემბერს. ეს არის სვეტის ეზოში მდებარე ტაძრის დღესასწაული.
დაუვიწყარი, დადებითი ემოციებით დატვირთული დღის ბოლოს მოსწავლეებთან ერთად ვითამაშეთ წრეში ბურთი, ბიჭებმა კი - ფეხბურთი. გაგიკვირდებათ და მშობლები დაამარცხდნენ. მდიდარია ჩვენი საქართველო ბუნებით, ისტორიული ძეგლებითა და ხალხით“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
წინ კი უამრავი გეგმა, მიზანი და წარმატებაა
შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან
შეთანხმება ვერ შედგა - მიქანაძე უნივერსიტეტებს 2–2.5-წლიან დროებით მმართველობასა და რეორგანიზაციას სთავაზობს
სად და რამდენით შეამცირეს ხელშეკრულებით დასაქმებულები - მთავრობის განკარგულება განათლების სამინისტროს სსიპ-ებს ეხება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს
მოსწავლეებმა საკონკურსო კითხვებს ბრწყინვალედ გაართვეს თავი