| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მოსწავლეებმა: ს.ოქრუაშვილმა, მ.სუხაშვილმა, ა.ავანაშვილმა, მ.მესროფოვმა და ნ.ჩუგუაშვილმა მოიძიეს მოგონებები ვაჟა-ფშაველას ცხოვრების შესახებ, მის წინაპრებზე, შვილებზე.
„ეს შემაჯამებელი ღონისძიება ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა - ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ნორჩი დეკლამატორები, მშვიდად, ემოციურად, საინტერესოდ მოგვითხრობდნენ ვაჟას გავლილ გზას.
კიდევ ერთხელ აგვატირა შვლის ნუკრმა - მოსწავლეებმა: მ.ბუდინაშვილმა და ს.ჟიჟიაშვილმა.
მ.ტატიშვილმა კლდის შეძახილით „გიყვარდეთ, კაცნო, ერთმანეთი!“ დაგვაფიქრა“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეებმა ღონისძიებაზე შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
„მაყურებელს უდიდესი სიამოვნება მიანიჭა პოემის „ალუდა ქეთელაურის“ ინსცენირებამ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ალუდას როლი - ლ.გურგენიშვილმა, მუცალის - ს.სარიშვილმა, ბერდიას კი ა.ხოსროშვილმა მოირგეს.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა (ნ.ზარიაშვილი, ს.მრევლიშვილი, მ.ტაბარუკიშვილი, მ.ტუღრიაშვილი, ლ.ნოზაძე, ს.პაპაშვილი) მუსიკალური ნომრები შესანიშნავად შეასრულეს: სამშობლოზე, გმირობაზე.
„ქართული ტრადიციული ცეკვა მოსწავლეებმა: ა.ხოსროშვილმა, ა.მანქანაშვილმა, ასევე მთიულური: ნ.მამაგეიშვილმა, ა.ჭაღარაშვილმა, გ.თინიკაშვილმა, ქალთა ცეკვა კი ა.ლომიაშვილმა და ა. შახნაზაროვმა შეასურლეს“... მეხუთეკლასელებმა (ნ.ფეიქრიშვილი, ს.ჟიჟიაშვილი, მ.ტაბარუკიშვილი, მ.ტუღრიაშვილი, ს.მრევლიშვილი) გაიხსენეს ვაჟას გმირები: მოისმის ხმა ხმელი წიფლის, კაი ყმის, ლელასი, კვირიასი, ბერი ლუხუმის, ჯოყოლას, მინდიას.... მოისმის ვაჟას გულის ამოძახილი მოისმის ჩვენი გულის ამოძახილიც: ვაჟა!!!“, - გვეუბნებიან სკოლაში.
მოსწავლეთა შესრულებულმა როლებმა და შემოქმედობითობამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
„სკოლის დირექტორმა - სოფო კუბლაშვილმა პროექტის მიმდინარეობა, გაწეული მუშაობა შეაფასა და მოსწავლეებსა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს - ეკატერინე ვარდიაშვილს მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისათვის. ეს ყოველივე სიყვარულმა, ერთიანობამ და თანადგომამ შეგვაძლებინა: „ცხოვრებაში ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად, უნდა შევძლოთ, სიყვარული მიმოვფანტოთ გზად, ვერასოდეს ვერ წაგვაქცევს გაჭირვება მთლად, სანამ ქვეყნად, ძვირფასებო, ერთმანეთი გვყავს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა