| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის მანძილზე არაერთი საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის გაკვეთილი ჩატარდა, რაც მოსწავლეთა სწავლის ხარისხზე დადებითად აისახა.
მათ შორის აღსანიშნავია ქართული ენისა და ლიტერატურის და ხელოვნების მასწავლებლების ინტეგრირებული, შემაჯამებელი გაკვეთილი.
გაკვეთილი II კლასში, პედაგოგების: ნათელა ქამადაძისა და მალხაზ მიქელაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგებმა მოსწავლეებს სახალისო და საინტერესო აქტივობები შესთავაზეს.
მოსწავლეებმა, თავიანთი ნახატების გამოფენა მოაწყვეს და ისინი ქართულ ენაში შესწავლილი ლექსებითა თუ მოთხრობებით გააცოცხლეს.
მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესის მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ შეძლეს შესწავლილი მასალის გახსენება და მიზნობრივად გამოყენება.
იხილეთ ფოტოები:„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა