| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N217 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ. ეს დღე როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგისთვის მნიშვნელოვანი და ემოციური იყო.
ამასთან დაკავშირებით, სკოლაში გამოსაშვები ღონისძიება - „ენა, მამული, სარწმუნოება“ ჩატარდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ქართულ ენასთან დაკავშირებით მოამზადეს ლექსები, სიმღერები, მწერლების გამონათქვამები.
მათ, ასევე აღნიშნულ დღეს მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის.
აღნიშნულ აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
მოსწავლეთა შემოქმედობითობამ დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტა. ბავშვებმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს.
მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა