| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარინე ასანიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორია, რომლისთვისაც სასკოლო საზოგადოების განვითარება, მოსწავლეთა წარმატება და პედაგოგთა კარიერული წინსვლა მნიშვნელოვანი საზრუნავია. როგორც თავად აღნიშნავს, საქმისა და მოსწავლეების სიყვარულია, რაც მოტივაციას აძლევს. Etaloni. ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ მარინე ასანიძესთან:
- ეს სასწავლო წელი იყო...
- საინტერესო აქტივობებით და წარმატებებით დატვირთული, სასიამოვნოდ დამღლელი.
- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...
- გაიარეთ ბავშვობა თქვენს შვილებთან ერთად, გახდით სკოლის აქტიური წევრი.
- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი ...
- დავიხატავდი გზას, დავიწერდი - მე ვიწყებ „მოგზაურობას“.
- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- ვიცოდი, რომ მიზანს მივაღწევდი, რადგან დაუღლელად ვშრომობდი.
- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ცოდნის სახლში.
- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
- ასეთი არის და ეს უდიდესი პროფესიული ჯილდოა, მაგრამ ამას ჩემთვის დავიტოვებ.
- მოტივაციას მაძლევს...
- ჩემი საქმისა და პატარა ადამიანების სიყვარული...
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა