| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ეცნობიან ბავშვთა უფლებების კონვენციას და ამ კუთხით ცნობიერების დონეს იმაღლებენ.
სწორედ ამიტომ, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
ეს დღე მოსწავლეებმა, სხვადასხვა აქტივობებით, სიხარულით აღნიშნეს. მრავალფეროვანი ნახატები დახატეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, ორგანიზატორის მითითებით სახალისო ცეკვა-თამაში შეასრულეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა, პატარებს ეს დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს და მათ ბედნიერი და ლაღი ბავშვობა უსურვეს.
„ყველა ბავშვს აქვს უფლება ბედნიერი იყოს. იცხოვროს თავისუფალ და ბედნიერ ქვეყანაში. მშვიდობა მსოფლიოს ყველა ბავშვს“ - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა