გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტულ-გასართობ შეჯიბრში მონაწილეობდნენ
13-06-2023
დაკოპირებულია
-
+
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამიტომაც, სასწავლო წლის განმავლობაში მიმდინარე არაერთ თემატურ პროექტში რთავენ.
ამჯერად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებით, სოფელ გორელოვკის თემში შემავალ სკოლებს შორის სპორტულ-გასართობი შეჯიბრის - „მხიარული სტარტების“ პირველი ტური გაიმართა. მასში გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და ღირსეულად უასპარეზეს.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გუნდი „მხიარული სტარტების“ მეორე ტურში, ნინოწმინდაში ისაპარეზებს.
„ღონისძიებამ თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა“,- აღნიშნავენ სკოლაში.